„მადლობა უფალს, რომ შენი ცხედარი დაგვიბრუნდა... ახლა, ყველა ჩაგიხუტებთ და ისე გაგიშვებთ...“ - სვანეთში გიორგი ვიბლიანს გლოვობენ

 გიორგი ვიბლიანი

მესტიაში, სოფელ ნაკრასში, ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში, პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.

მადლობა უფალს, რომ შენი ცხედარი დაგვიბრუნდა, ჩემო ცისთვალა... ახლა, ყველა ჩაგიხუტებთ და ისე გაგიშვებთ უფალთან,“ - წერს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, 2 დღის წინ, მოზარდების ბიძამ ავტომობილში მჯდომი მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვა.

ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება საბა გვარმიანის, ასევე მე-12 კლასელის, საპოვნელად.

სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა.

ძებნა-შველის ოპერაცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს.