1728420497
„მადლობა მამა ნიკოლოზს, მისი ლოცვით დედა დავიბრუნე და ბედნიერი ვარ“ - რას ყვება მამა ნიკოლოზის მრევლი
მამა ნიკოლოზის მრევლი ხშირად აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მდუმარებაში მყოფ ბერს საკუთარ გასაჭირს აცნობებენ, ყველაფერი სასიკეთოდ იცვლება. ახლაც, ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლის გვერდზე ვრცელდება ამბავი, რომელიც გადარჩენილ სიცოცხლეს უკავშირდება.
„დედას ისრაელში დაემართა კოვიდი, ძალიან მძიმედ იყო საავადმყოფოში, რომ მიიყვანეს, მალევე გადაიყვანეს რეანიმაციაში, კომური მდგომარეობით, ორივე ფილტვი დაკეტილი ჰქონდა და 3 აპარატზე იყო შეერთებული. მთელი 2 კვირა, 1%-ს გვეუბნებოდნენ გადარჩენის შანსს. მე ყველგან მოვილოცე, სადაც კი შეიძლებოდა და მამა ნიკოლოზთანაც მოვედი. კარი დახურული დაგვხვდა, ვინაიდან, არ ვიცოდი მამაოსთან მისვლის დღეები, სანთლები ავანთეთ და კართან გულმხურვალედ დაჩოქილმა შევთხოვე დედას გამოჯანმრთელება. შემდეგ პატარა ფურცელზე დავწერე ეს სათხოვარი და კარებში დავტოვე, ისე რომ მამაო რომ გააღებდა, უთუოდ ნახავდა და წაიკითხავადა. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ დედასთან გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები, ფაქტობრივად, იმ ქვეყნიდან დაბრუნდა, რასაც თავადაც ჰყვება, რომ სამოთხე ნახა და იქიდან დაბრუნდა და ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა. ხელახლა ისწავლა სიარული, ახალა უკვე სახლშია და დღითი დღე უბრუნდება ენერგია. ჯერ კი გადაადგილება მაინც უჭირს, მაგრამ უფლის წყალობით მალე ეგეც გაივლის. მადლობა მამა ნიკოლოზს, მისი ლოცვით დედა დავიბრუნე და ბედნიერი ვარ“, - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.