ლუბა, გაპუტე ვერიჩკა (სიდედრი) და შეწვი - სახალისო ისტორია იპოლიტე ხვიჩიაზე

იპოლიტე ხვიჩია

ლეგენდარულ მსახიობ იპოლიტე ხვიჩიაზე არაერთი ისტორია თუ მოგონება არსებობს.

ერთ-ერთი ასეთი სახალისო ამბავი მას და მის მეუღლეს ეხება. ამბავს, რომელიც ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა, ნიკოლოზ წულუკიძე ჰყვება.

„ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტემ ხვიჩიამ გადამღები ჯგუფი ოჯახში მიიპატიჟა. მოილხინეს. სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს შეუნაცვლეს. სუფრასაც ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ ეშვებოდა იპოლიტეს – “სულ ესაა, ამაზე დამიძახე?”

შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. “ხაჭაპუროვნაც” (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ “შემოქმედებას” მაგიდას, ეროსი კი არ ისვენებდა და დროდადრო ახსენებდა მასპინძელს “სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!” ბოლოს იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს:

– ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი! (ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა).