ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება

მამა პაისი

წმინდა პაისი ათონელი (მთაწმინდელი) ქადაგებდა გულითად, უბრალო და მუდმივ ლოცვას, სადაც ადამიანი ქრისტესა და ღვთისმშობელს საკუთარი სიტყვებით ესაუბრება.

იგი ხაზს უსვამდა გულწრფელი სინანულის, თავმდაბლობისა და ღამის სიჩუმეში ლოცვის მნიშვნელობას, რაც ეშმაკის შემოტევებისგან იცავს.

ტროპარი:

მამულით ფარასელსა და ათონისა დიდებასა და დასაბამითგანთა წმიდათა მობაძავსა და თანამოპატივესა, პაისის პატივსა მივაგებდეთ მორწმუნენო, ჭურჭელსა ნიჭთაგან აღსავსესა, ვითარცა დამცველსა ჩვენსა ყოველთაგან შესაწუხებელთა, რომელნი-ესე სარწმუნოებით ვუღაღადებთ: დიდება მომცემელსა შენდა ძალისა, დიდება შენსა გვირგვინოსანმყოფელსა, დიდება შენ მიერ კურნებათა მოქმედსა ყოველთა მიმართ.
 

კონდაკი:

წმიდისა მთისა მოღვაწესა ხმაგანსმენილსა და ეკლესიისა მნათობსა ახალნათელსა, გაქებდეთ შენ გალობათა მიერ ყოვლითა გულითა, რამეთუ რჩეულისა ცხოვრებისა მიმართ უძღოდე მორწმუნეთა და მდინარეთაგან საბოძვართასა აღავსენ იგინი ამისთვისცა გიღაღადებენ: იხარებდე მამაო პაისი!