ლოტოს ჯეკპოტი უკვე მილიონია - ახალ სეზონს გათამაშება ახალი წამყვანებით ხვდება

ლოტო

ლოტოს ტრადიციული და ყველასთვის საყვარელი გათამაშების „6/42“ ის ჯეკპოტი უკვე მილიონ ლარზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ლოტოს მოთამაშეებს საშუალება აქვთ, მილიონის ჯეკპოტი მოიგონ. სწორედ ამ დღეებში იმართება ლოტო 6/42-ის გათამაშება.

მილიონის მოსაგებად კი აუცილებელია, პირველ რიგში, ბილეთების შეძენა კომპანიის საიტზე www.lotto.ge -ზე, სერვისცენტრებსა და ლოტოს ჯიხურებში.

გათამაშების პირდაპირი ეთერი კი იმართება კომპანიის facebook-ისა და youtube-ის პლატფორმებზე.

ლოტოს გათამაშებებს ახალი სეზონიდან, ახალ სტუდიაში წაუძღვებიან ყველასთვის საყვარელი ადამიანები - მანიკა ასათიანი და ილო ბეროშვილი.

„პრაიმტაიმი“ ლოტოს ახალ წამყვანებს დაუკავშირდა და მათ ახალ პროექტსა და ახალ გამოწვევებზე გაესაუბრა.

მანიკა ასათიანისთვის ეს პროექტი კარგი შესაძლებლობაა, გაახარო ადამიანი და ერთ დღეში ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო. 

„კონკრეტულად ამ კომპანიასთან პირველად ვთანამშრომლობ. ძალიან მიხარია და მომწონს ის ფაქტი, რომ ეს კეთილი თამაშია, იღბალზე და არჩევანზე დამოკიდებული, ამასთან, შესაძლებლობას გაძლევს, ერთ დღეში შეიცვალოს შენი ცხოვრება. თვითონ თამაშის პრინციპიც მომწონს, ამიტომ, მოლოდინი მაქვს ძალიან დიდი და მიხარია, რომ ამ ყველაფერში მეც მივიღებ მონაწილეობას. შეიძლება, ჩემი ხელითაც კი მოხდეს იმ ადამიანის გამოცხადება, ვინც ჯეკპოტს მოიგებს“,- ამბობს მანიკა ასათიანი. 

კითხვაზე, რა რეაქცია ექნება ჯეკპოტის გათამაშებისას, ტელეწამყვანი გვპასუხობს: 

„მე ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და იმდენად მიყვარს ხალხის ბედნიერების გაზიარება, რომ არ ვიცი, პირდაპირ ეთერში, რა შეიძლება დამემართოს, მაგრამ წინასწარ მაქვს განწყობა და ვიცი, რომ ეს მოხდება. შეიძლება ხვალ და ზეგ არა, მაგრამ ერთ დღესაც გათამაშდება ეს თანხა, ამიტომ, რაღაცნაირად უნდა მოვემზადო, რომ ადეკვატური ვიყო. მთავარი ის არის, რომ გამიხარდება იმ ადამიანთან ერთად, ვისაც მოვაგებინებ და ეს ბუნებრივი ემოციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი,

რაც შეეხება ჩემს თანაწამყვანს, ილოს დიდი ხანია ვიცნობ, სამსახურეობრივადაც გვქონია ხშირი გადაკვეთა, ამიტომ ერთად მუშაობა ჩვენთვის სიახლე არ არის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ არ გაგვიჭირდება. მიხარია, რომ კარგი გუნდი შედგება ჩვენგან და ერთად ბევრ ადამიანს გავახარებთ“,- ამბობს მანიკა ასათიანი. 

საკუთარ მოლოდინებზე საუბრობს ტელეწამყვანი ილო ბეროშვილიც. მას ერთი სული აქვს, როდის შეხვდება პირველ გამარჯვებულს.

„ასეთი გათამაშებები, ზოგადად, ყოველთვის ასოცირდება იმასთან, რომ ვიღაცას აბედნიერებ, უნდა მოაგებინო. ჩვენ ხუმრობითაც ვამბობთ ხოლმე - „ჩვენი ოქროს ხელები“. ამასთანავე, პასუხისმგებლობის განცდაც გაქვს და როცა იცი, რომ ადამიანი უნდა გაახარო, ეს ყოველთვის შენც განიჭებს სიხარულს.

მე, მაგალითად, ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჯეკპოტის გამარჯვებულს. ჩვენ სხვადასხვა აქციასაც ჩავატარებთ, შეძლებისდაგვარად შევხვდებით უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მოიგებენ თანხას, არა მარტო ჯეკპოტს. ერთია, როდესაც მოიგებს ადამიანი, მაგრამ მეორე, როდესაც შეხვდები და ამ ბედნიერების ნაწილიც  ხდები. ასეთ დროს, ემოციებიც ძალიან ცოცხალია. რაც ამ ხალხს აერთიანებს არის ის, რომ ძალიან გახარებულები არიან და მაინც მოულოდნელობის ეფექტია ხოლმე“,- აღნიშნავს ილო ბეროშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.