LIVE: ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება. მას ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. გაიმართა მეზღვაურის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი.