1753474429
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
1. გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
2. ინგა ჩახვაშვილი, „მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა)
3. ლექსო ჩხაიძე, „გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი)
4. კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი)
5. დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
1. თეიმურაზ დოიაშვილი, „სულის კვეთება“ (თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
2. სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პიესა:
1. ნოდარ მამაცაშვილი, „ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)
2. ბასა ჯანიკაშვილი, „მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრაL)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
1. ლევან ბერძენიშვილი, „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)
2. ირაკლი ლაითაძე, „იყო ასეთი ქვეყანა - CCCP“ (არტანუჯი)
3. ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)
4. ბესო ხვედელიძე, „გოა მშვიდობისა“ (სულაკაურისგამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
1. არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურისგამომცემლობა)
2. მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
1. ბექა ახალაია, „კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი)
2. რეზო გეთიაშვილი, „მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი)
3. გოჩა სხილაძე, „ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა)
4. ალექსანდრე ჯინჭარაძე, „სარკეებით და სარკისგარეშე“ (ლოგოსი)
წლის საუკეთესო რომანი:
1. შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი)2. ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი)3. ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)4. ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L)5. მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)