“ლილო მოლი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლილო

„ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.

"სავაჭრო ცენტრი  “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ თენგიზ გავაშელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 
 
ბატონი თენგიზი გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო.  მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია. 

“ ლილო მოლის” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი

უსამძიმრებს  ოჯახსა და ახლობლებს ბატონი თენგიზის გარდაცვალებას.

პანაშვიდი: 14-15 იანვარს
მის: სოფელი საგურამო, ზედაზნის ასახვევი(პოლიციასთან), მარცხვნივ მე-4 შესახვევი.
გამოსვენება: 16 იანვარს
მის: სოფელი საგურამო, წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიიდან; 14 საათზე

რეესტრის მონაცემებით, გავაშელი ,,ლილო მოლის” 11%-ს ფლობდა.

შეგახსენებთ, „ლილო მოლი“, ამიერკავკასიის რეგიონში როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 33 წელია ოპერირებს.