„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ
1745070288
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 1 645-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მონაცემები არ განასხვავებს ტერორისტული ჯგუფის წევრებსა და სამოქალაქო პირებს.
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ლიბანის მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა და მოუწოდა, თავი აერიდებინათ იმ ტერიტორიებისთვის, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.