ლევან თედიაშვილს ვკითხე, მაინც რატომ გახდი მოჭიდავე-მეთქი? - იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო - ნუგზარ შატაიძის მოგონება

თედიაშვილი

„ერთხელ ლევან თედიაშვილს ვკითხე, მაინც რა იყო, რატომ გახდი მოჭიდავე მეთქი? - იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო. გამიკვირდა. ქათმის ხორცია რა შუაშია მეთქი?!"- წერს სოციალურ ქსელში მამუკა მჭედლიშვილი და ლევან თედიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„გეტყვიო: ,,დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მაგრამ იმ ქათმის მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა. ჰა, ჰა ერთი ბარკალი და ერთიც ფრთისძირი.

არადა, ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი ქათმის ხორცზე. ერთხელ რაიონის მოზარდ მოჭიდავეთა ნაკრებში ამიყვანეს. შეკრებაზე ვართ. სადილის დრო რომ მოვიდა, შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს. მორიდებით ვიკითხე – ბოდიში, მაგრამ ესა სუ ჩემია მეთქი? შენია, მა ვისიაო! აი, სწორედ მაშინა ვთქვი გულში. მორჩა, თქვენ მე აქედან ვეღარ მომიშორებთ მეთქი!

ნუგზარ შატაიძის წიგნიდან - „ლევან თედიაშვილი“.