ლენტეხის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

რეკლამა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიისა და მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, ხელედის თემში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და ეპიდემიოლოგი ლამზირა ბენდელიანი ესწრებოდნენ. 

მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, ვაქცინაციის მნიშვნელობის, ბუსტერ დოზის, პირბადის გამოყენების საკითხებზე და კოვიდის საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებზე. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა თებერვალშიც გრძელდება. ამასთანავე 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც ,,ბუსტერ’’ დოზას გაიკეთებენ 100 ლარი დაერიცხებათ.