ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ჩასხმულია კოშკისა და მაჩუბის საძირკვლი (ფუნდამენტი)  და მიმდინარეობს კედლების ამოყვანა-მოპირკეთების სამუშაოები. 

მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან ლიპარტელიანთან ერთად ერთად დაათვალიერა. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. 

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.

ამ ეტაპისთვის შესრულებულია სამუშაოების 50%.