კანიბალების „კარტელი“ - ხორხე ნეგრომონტესა და მისი ორი ცოლის ისტორია, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო
1740635125
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია არ ადასტურებს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს სოფელ მამათში, "სახლი ჩამოინგრა, სადაც ორი არასრულწლოვანი ბავშვია და ოჯახი ღამეს ბოსელში ათენებს"
მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს ნუ შექმნიან ყალბ ამბებს საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნებისთვის და ნუ გაავრცელებენ ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების განზრახ დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
"ყველა სახელმწიფო უწყება მობილიზებულია და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ვახდენთ მყისიერ რეაგირებას, ბოლო პერიოდში არაერთი არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ, რასაც შემდგომში ოპოზიციური პარტიების მიერ მართული მედიასაშუალებები უწვენტირაჟირებას, მოვუწოდებთ მსგავსი ყალბი ნარატივის შემქმნელ და გამავრცელებელ მოქალაქეებს, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც შემდგომში შესაძლოა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს", - აცხადებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში.