თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1775143850
ლანჩხუთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. იგი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.





