პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თამუნა მუსერიძე იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა კარგად იციან ამ ქალბატონის შესახებ. ამჯერად მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ და რჩევა გკითხოთ. ფოტოებზე თქვენ ერთი და იგივე ქალბატონს, ლალი როსტიაშვილს ხედავთ. ეს ფოტოები რამდენიმე თვის შუალედით არის გადაღებული. იტალიაში ჩასვლის დროს და რამდენიმე თვის მერე
სამწუხაროდ, ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. არ უსმენს და არ უჯერებს არავის. იტალიის ქუჩებში უგზო-უკვლოდ დარბის. ქართველები პერიოდულად პოულობენ, მიყავთ საავადმყოფოში, მაგრამ იქიდან იპარება და ისევ ქუჩებში გარბის. შვილმა იტალიაში ჩააკითხა, მაგრამ საქართველოში არ გამოჰყვა. ამჯერად, ქმარია ჩასული და არც მას მოჰყვება.
საელჩო ამბობს, აქედან ძალით ვერავის გავუშვებთო. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვაკვალიანოთ, რისი გაკეთება შეიძლება? ვის, რა ზომებს მივმართოთ? როგორ დავაბრუნოთ ლალი საქართველოში?“ - წერს თამუნა მუსერიძე.