პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად ერთიანდებიან.
სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“, სადაც ათასობით ქართველია გაწევრიანებული ნუცას მხარდასაჭერად მზაობას გამოთქვამს.
ამის შესახებ განცხადება ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ნიკოლაიშვილმა გაავრცელა და საზოგადოებას მიმართა:
„ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“ იწყებს ნუცა ბუზალაძის აქტიურ გულშემატკივრობას და ძალიან მარტივი ენით გაგაცნობთ ინსტრუქციას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა ნუცას შემდეგ ტურში გადასაყვანად: პირველ რიგში, ყველა ვაზიარებთ ამ პოსტს, პოსტის ქვეშ კომენტარებში ერთმანეთს ვეხმარებით რეგისტრაციების გავლაში, ინსტრუქციის ახსნაში. ვინც ვერ გააკეთებთ, დაწერთ კომენტარებში და დაგეხმარებით.
ნუცას გამოსვლა არის ორშაბათს, 17 აპრილს ნიუ იორკის დროით საღამოს 8 საათზე (კალიფორნიის დროით საღამოს 5-ზე) და მაგ წუთიდან იწყება ხმის მიცემაც. რას ვაკეთებთ პირველს: ჩვენ ტელეფონებში, მაღვიძარებს ვაყენებთ ორშაბათს 8pm-ზე, რათა ხმის მიცემის დაწყება შეგვახსენოს. ხმის მიცემა გაგრძელდება 18 აპრილის, დილის 6 საათამდე (ნიუ იორკის დროით)
🎯 10 ხმას ვაძლევთ საიტიდან – americanidol.com/vote
🎯 10 ხმას ვაძლევთ აპლიკაციიდან, რომელიც თქვენ ტელეფონებში უნდა გადმოწეროთ მანამდე American Idol ჰქვია აპლიკაციას და მარტივად დარეგისტრირდებით. შეიყვანეთ სახელი, გვარი, იმეილი და შექმენით აპლიკაციის პაროლი, ამის შემდეგ ქვემოთ გამოჩნდება სიტყვა Vote და ხმის მიცემის დაწყებიდან შევძლებთ ამ ფუნქციით სარგებლობას. აპლიკაციაში შექმნილ ექაუნთს ასევე გამოიყენებთ ზემოთ მითითებულ საიტზეც ხმის მისაცემად. ორჯერ რეგისტრაცია არ გჭირდებათ.
🎯 10 ხმას ვაძლევთ ამერიკული სატელეფონო ნომრებიდან, რომელიც ყველას გვაქვს – ნუცას საკონკურსო ნომერს (რომელიც ორშაბათს მიენიჭება და პოსტში შემდეგ ჩავამატებ) ვაგზავნით მესიჯით ნომერზე 21523 მესიჯში დავწერთ ნუცას ნომერს და გავაგზავნით მესიჯს ნომერზე 21523 – უმარტივესია.
ერთ ადამიანს შეუძლია ჯამურად 30 ხმის მიცემა ნუცასთვის. კომენტარებში იკითხეთ, ვინც რეგისტრაციას ვერ გაივლით, ან აპლიკაციის გადმოწერას ვერ შეძლებთ და მაშინვე დაგეხმარებით და რაც მთავარია: ამ პოსტს ვაზიარებთ ყველა იმის მიუხედავად ხართ ამერიკაში თუ არა.
აბა ჩვენ ვიცით ქართველებო,“ – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.