კვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

კვება

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 36 985 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. ამის შესახებ სეს-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

სტატისტიკის მიხედვით, აქედან 18 422 ინსპექტირება იყო, მათ შორის, 8 681 - გეგმური, 1 189 - არაგეგმური, აღიარების მინიჭების მიზნით - 274, გადამოწმება - 8 278, დოკუმენტური შემოწმება - 11 287, ხოლო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების სურსათის /სასმელი წყლის 6 174 ნიმუშია გამოკვლეული.

დოკუმენტის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაჩვენებელმა 9.5% შეადგინა. ამასთან, ზედამხედველობა განხორციელდა 872 ბიზნესოპერატორთან; HACCP-ის აუდიტი, მათ შორის, მითითებების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება ჩატარდა 231 ბიზნესოპერატორთან; გამოვლინდა 3241 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

2024 წელს, თბილისში სხვადასხვა სასურსათო თუ კვების ობიექტებზე ჩატარებული შემოწმებების შედეგად, 10-ზე მეტ ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა.

ობიექტების ჩამონათვალი, სადაც დარღვევა გამოვლინდა:

შპს „პექფუდი +“ - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „ხინკალო 2020“ - ინვენტარი კოროზირებულია;შპს „პური ჩვენი არსობისა“ - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „თავთავი 2018“ - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება „ი/მ“ - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ინვენტარი კოროზირებულია;შპს ,,თბილისის რძის ქარხანა" - დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „სრი ბალაჯი ენთერფრაისის“ - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „ილევენ“- არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „მიაო ჯია“ - წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „მადლიანი 2024“ - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „მით შოპ“ - აღმოჩენილია ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე;„კალაური“ - აღმოჩენილია ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.