„კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით რეალურია...“ - ნინა პერტენავას რჩევები

კვება

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნინა პერტენავა სტუმრად გვანცა დარასელიას პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც კვებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

„სისხლის ჯგუფების მიხედვით კვება რა თქმა უნდა მიცდია და ძალიან ახლოს არის იმ კვებასთან, რომლითაც დღეს ვიკვებები. რეალურია თურმე და მე ძალიან მომიხდა. პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს და ცილოვანი საკვები ძალიან
მიხდება. კვების პირამიდას რაც შეეხება, FDI-ის ამაზე საინტერესო კვლევა აქვს და წინა პლანზე სწორედ ის საკვებია წამოწეული, რომელიც ჩვენ ორგანიზმს უხდება. თავში მოექცა ცილები, შემდეგ ცხიმები
და ნახშირწყლები.

70-იანი წლების პერიოდში კაცობრიობის წინაშე იყო დანაშაული, როცა აკრძალეს საერთოდ ცხიმიანი საკვები, რათა სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა მინიმალური ყოფილიყო. ეს იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს ეკლო. თუმცა ამან წინ წამოსწია შაქარი და ინსულინი. ნახშირწყლების ხარჯზე. გაცილებით უფრო აზიანებდა ორგანიზმს. მიიღეს მეტი ჭარბწონიანი ადამიანი. ამის შემდეგ შეცვალეს რეკომენდაციები და თვეს, რომ ცილა არის მთავარი, სამშენებლო მასალა, ცხიმიც ძალიან გვჭირდება და ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ნახშირწყლები“, - განმარტავს ნინა პერტენავა.