ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს
1734978500
ქარიშხალ „ოსკარს“ კუბაზე სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.
DW-ს ინფორმაციით, სტიქია კუნძულს კვირას დაარტყდა თავს და აღმოსავლეთ სანაპიროზე მძვინვარებდა. „ოსკარი“ ძლიერი ქარითა და წვიმით გამორიჩეოდა.
ამას დაემატა ისიც, რომ პარასკევს ქვეყნის უმსხვილესი ენერგოსადგური გაითიშა, რის გამოც 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია დედაქალაქ ჰავანაში, თუმცა ქვეყნის სხვა რეგიონებში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ენერგიის გარეშე რჩება.