კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა. ინფექციით გამოწვეული გართულებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი ემსხვერპლა.

მამა გიორგი კორონავირუსს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი, მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.

მამა გიორგი ერთდროულად რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. მისი მრევლის ინფორმაციით, ის ვაქცინირებული არ იყო და თანმხლები დაავადებაც აწუხებდა.

კახეთში კორონავირუსით სასულიერო პირის გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდ- 19- ით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მეუფე, ხორნაბუჯის ეპარქიის მმართველი და ყვარლის დუბის მონასტრის მონაზონი.