„გითანაგრძნობ ამ მოუშუშებელ ტრაგედიას, შენ ახლა უფრო უნდა გაძლიერდე" - კაკი ბოლქვაძეს ოჯახის წევრი გარდაეცვალა

momgerlebi

მომღერალ კაკი ბოლქვაძეს დედა გარდაეცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას მომღერლის კოლეგები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"კაკი, მე ვიცი როგორ გიყვარს დედა, როგორ თან ყვებოდი, ყველა საუბრობდა შენ დაუსწრებლად, რომ იდეალური შვილი ხარ და როგორ ზრუნავდი დედაზე. გითანაგრძნობ ამ მოუშუშებელ ტრაგედიას.

გამძლეობას გისურვებ, შენ ახლა უფრო მეტად უნდა გაძლიერდე.

ამიერიდან დედაშენი მფარველ ანგელოზად იცხოვრებს შენში." - წერს გია ჯაჯანიძე.

მომღერლის ოჯახის წევრის გარდაცვალებას სოფო ბედიაც გამოეხმაურა:

"კაკი ბოლქვაძეს გარდაეცვალა დედა ყველასთვის საყვარელი მარინა. ნათელში იყავი ჩემო საყვარელო და უკარგესო" - წერს მომღერალი.

როგორც კაკი ბოლქვაძის მეგობრები აღნიშნავენ, მშობლის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.