„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
მიტროპოლიტი ნეოფიტო კარანტინის მდგომარეობიდან გამოვიდა და უჩვეულო განცხადებების გაკეთებას აგრძელებს.
როგორც უკვე ცნობილია, ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ვაქცინის გაკეთების სასტიკი წინააღმდეგი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სასულიერო პირი ამჯერად ამბობს, რომ კორონავირუსი ერთობ სასიამოვნო დაავადებაა და ღვთისმშობლისგან მან თავად ითხოვა, რომ დაინფიცირებულიყო.
"კორონავირუსი სასიამოვნო დაავადებაა, ღვთისმშობელს მე ვთხოვე, ჩემთვის გამოეგზავნა” – ამბობს მიტროპოლიტი ნეოფიტო.
ამას გარდა, აცხადებს, რომ ერთადერთი ვისაც ვირუსი გადასდო თავისი მძღოლია და საერთო ჯამში ძალიან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტი ინფიცირებული იყო, სასულიერო პირი ამ დრომდე უარს აცხადებს აცრაზე.
პარალელურად, მსგავსი დამოკიდებულების გამო, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი, ხრისოსტომო აპირებს, რომ მომდევნო კვირას მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე დააყენოს.