კომპანია Meta სოციალური ქსელების მონოპოლიზაციის ბრალდებით, ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება

meta

კომპანია Meta სოციალური ქსელების მონოპოლიზაციის ბრალდებით, ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება.Meta-ს სოციალური პლატფორმების, Instagram-ისა და WhatsApp-ის შეძენით, ბაზარზე კონკურენციის უკანონოდ აღმოფხვრას ედავებიან.

სარჩელი Meta-ს წინააღმეგ 2021 წელს შეიტანეს. ანტიმონოპოლიური სამმართველო აცხადებდა, რომ კომპანიამ ბოროტად ისარგებლა ბაზარზე არსებული გავლენით, რათა შეეძინა Instagram-ი და WhatsApp-ი, ვიდრე ისინი მისი კონკურენტები გახდებოდნენ.

კომპანია Meta-ში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პლატფორმა TikTok-ი, რომელიც ჩინური კომპანიის მფლობელობაშია, ბაზარზე ადეკვატურ კონკურენციას წარმართავს.