კობა ნაყოფიას ოჯახი და ქონება - მილიონერმა პოლიტიკოსმა 20 წლით უმცროს, შვილის მეგობარზე იქორწინა

ნაყოფია

 

კობა ნაყოფია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია. „ნაცმოძრაობის“ ახლად არჩეულ თავმჯდომარეს დეკლარირებული აქვს სახლები და აგარაკები საქართველოში, რუსეთსა და ესპანეთში.

კერძოდ, მის მფლობელობაშია: 55.00 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში (კაშერსკოე შოსე N55), 167 კვ.მ ფართობის სახლი ასევე რუსეთში (მალაია ორდენკის ქუჩა), რომელიც კობა ნაყოფიას მეუღლის, ელგა სოფიას სახელზეა რეგისტრირებულია. 300 კვ.მ ფართობის ვილა, ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელსაც თავად კობა ნაყოფია და მისი მეუღლე ფლობენ.

ცოლ-ქმრის საკუთრებაშია თბილისის პრესტიჟულ უბანში კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე სახლიც. უფრო ზუსტად კი: 198 კვ.მ, 223 კვ.მ, 232 კვ.მ, 173 კვ.მ, 204 კვ.მ. ამავე კორპუსში ნაყოფიების ოჯახის განკარგულებაშია 4 ავტოსადგომი.

ასევე, კობა ნაყოფიას საკუთრებაშია დიღმის სასწავლო მეურნეობაში 11 300 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და 10 670 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი.

კობა ნაყოფიას მეუღლე ელგა სოფია ფლობს კიდევ ორ ბინას თბილისში, კერძოდ ამბროლაურის ქუჩაზე. ბოლო დეკლარაციაში კობა ნაყოფია ასევე უთითებს 836 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს შავი ზღვისპირეთში, კერძოდ გონიოში და 400 კვ.მ სახლს, რაც საერთო ჯამში 2016 წელს 200 000 დოლარი დაუჯდა.

დეკლარაციის მიხედვით, კობა ნაყოფიას ოჯახი ფლობს უახლესი მოდელის შვიდ ძვირად ღირებულ ავტომობილსა და ლადო გუდიაშვილის ორ ფერწერულ ტილოს.

მილიონერ კობა ნაყოფიას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ნაყოფიების ოჯახი მხოლოდ ფულითა და პოლიტიკით არაა ცნობილი, მილიონერის ვაჟი, ნიკა ნაყოფია 2009 წელს დაქორწინდა მაშინდელ „მის საქართველო 2008“ – ხათუნა სხირტლაძეზე.

გრანდიოზული ქორწილი წყვილმა თურქეთში გადაიხადა. ქორწინება რამდენიმე წელში განქორწინებით დასრულდა. წყვილს საერთო შვილი ჰყავს. ნიკა ნაყოფია კი, მოულოდნელად, მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად გამოჩნდა და მათი კავშირი ქორწინებამ დააგვირგვინა.

ბევრმა არ იცის, რომ კობა ნაყოფიას უმშვენიერესი მეორე ნახევარი ჰყავს. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით, 20 წელია. ამბობენ, რომ გვანცა ბიწკინაშვილი პოლიტიკოსმა თავისი ქალიშვილისგან, რომელიც პირველ მეუღლისგან ჰყავს, ნატალია ნაყოფიასგან გაიცნო.

გვანცა ბიწკინაშვილი, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. მათ ერთი ვაჟი, 4 წლის გიორგი ჰყავთ.

ასევე ნახეთ - ნიკა მელიას განცხადება