კლინიკის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ექიმს ბრალი დაუმძიმდა

თეიმურაზ ბეჟანიძე

კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ცნობილ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი დაუმძიმდა. მედიკოსს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედაება.

„ბრალი წარედგინა მკვლელობის მცდელობის მუხლით და ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. მან დაადასტურა რომ მის მიერ მოხდა ამ გასროლის განხორციელება, თუმცა ამბობს, რომ მას არ სურდა გალდავას მოკვლა, უბრალოდ გასროლა განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ მისი შეშინების მიზნით“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, კახა შონიამ.