კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში მანქანა დაეჯახა

კლინიკა

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში ჭალის დასახლებაში მანქანა დაეჯახა.

შეჯახება 4 ნოემბერს თამარ მეფის გამზირზე მოხდა.

ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

✕