პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების გამო მოსახლეობას მიმართა.
რუსეთის პრეზიდენტი მიმართავს „რუსებს, სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებს და მათ, ვინც მოტყუებითა და მუქარით შეიარაღებული აჯანყების გზაზე გადაიყვანეს“.
პუტინმა მიმართვაში თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, გადამწყვეტი ქმედებები იქნება მიღებული, ისინი იქნება მკაცრი“.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი მისი ხალხის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და უფლებებისთვის იბრძვის - "რომ ვიყოთ რუსეთი - სახელმწიფო ათასწლოვანი ისტორიით".
„ეს ბრძოლა მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას და კონსოლიდაციას, როდესაც ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის, გვერდით უნდა იქნეს გადადებული. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ერთიანობას არღვევს, არის ფაქტობრივად საკუთარი ერის ღალატი, იმ მეგობრების ღალატი, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის ზურგში ჩაცემული ლახვარი. სწორედ ასეთი რამ მოხდა 1917 წელს, როდესაც ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ომი, სახელმწიფოს დაცემა და უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა. ჩვენ ამის გამეორებას არ დავუშვებთ და დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან ასევე შიდა მოღალატეებისგან", - თქვა პუტინმა.
მისივე განცხადებით, აჯანყებულებს გარდაუვალი სასჯელი ელით და შეიარაღებულმა ძალებმა, სამთავრობო უწყებებმა მიიღეს საჭირო ბრძანებები.
"როგორც რუსეთის პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული და პასუხს აგებს", - თქვა პუტინმა.