გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
8 წლის დათი ქოქრაშვილის მდგომარეობა, რომელიც ისრაელის კლინიკაში იმყოფება, ყოველდღიურად უმჯობესდება. მოზარდს მთელი საქართველო გულშემატკივრობს.
დედის, ქრისტინე მამუკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დათი ამჟამინდელ მდგომარეობას ვერ ეგუება, პროგრესი აქვს და ეტლზე ჯდომაც ისწავლა.
„ემოციურად ახლა უფრო უჭირს. ოპერაციის შემდეგ როცა ღვიძავს, ტირილის შეკავება უჭირს, რადგან ძალიან სტკივა. ამბობდა, არ მჯერა, რომ ეს ხდება. არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეაო. განცდებშია – ეშინია, ვერ უყურებს თავის სხეულს. ფეხიდან კანის გადანერგვის შემდეგ ფეხზე დიდი ჭრილობა აქვს და ცდილობს, სულ დაფარული ჰქონდეს, არ შეხედოს.. როგორც გვეუბნებიან, სექტემბრის დასაწყისში გამოგვწერენ.
კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე ჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა. გვეგონა, ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს. ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, აქლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც ყველანი სიხარულით ვტიროდით“.
ქრისტინე „თბილისელებს" უყვება, თუ რა გეგმები აქვს დათას მომავალში.
„ძალიან პოზიტიური ბიჭია. იმდენად მხიარულია, მნახველები რომ მოდიან, გაოცებულები არიან, მუსიკას ჩაგვართვევინებს და ცეკვავს.
ჩვენც ვეხმარებით, სულ ვცდილობთ, მხიარულად იყოს და მოწყენისა და ბევრი ფიქრის საშუალება არ მივცეთ. სკეიდბორდი და ველოსიპედი უყვარს ძალიან. დავპირდი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ველოსიპედს აუცილებლად გაატარებს. უნდა, რომ გაიზრდება, მსახიობი გახდეს. თავის მსახიობურ ნიჭს უკვე იყენებს და ხანდახან ექიმებს აშინებს. თვალებს გადაატრიალებს, ვითომ ცუდად გახდა და ექიმები დაფეთებულები უყურებენ. გვიმტკიცებს,რომ კარგი მსახიობია.“ – ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი ,,თბილისელებთან“.
ანგარიში ნომრები დათის მხარდასაჭერად:
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483