„ხვიჩა რომ „ნაპოლიში“ გადავიდა, მერე შეწყვიტა ფრეების გულშემატკივრობა და თამაშის დაწყებისას ტელევიზორს პირჯვარს სახავდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე 

„ახლა ნაკიფუში ვარ. ხვიჩა კვარაცხელიას ბიძის, თამაზ კვარაცხელიას ოჯახში. მიყვება ბატონი თამაზი, რომ ხვიჩას ბებია, დუნია ქარჩავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ უცნაური - ყველა გუნდის ფრეს გულშემატკივრობდა, არ უნდოდა ვინმეს გული დაწყვეტოდა. ასეთი საოცარი ამბავიც მოხდა ერთხელ.

როცა ბენფიკას ფეხბურთელი, მილოშ ფეჰერი მოედანზე გარდაიცვალა, ტელევიზიით ნახა და ორმოცი დღე მარხულობდა მის სახელზე და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინოს სვამდა შესანდობარს.

ვინ იყო მილოში დუნიასთვის? არავინ. მაგრამ ეს არის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. მოყმის და ვეფხის ქვეყანა. უცხოს შეცნობის და თანაგაცდის. ხვიჩა რომ ნაპოლიში გადავიდა, მერე შეწყვიტა ფრეების გულშემატკივრობა და თამაშის დაწყებისას ტელევიზორს პირჯვარს სახავდა. ჩემპიონობას კი ზეციური ნაკიფუდან მიულოცავს. “, - წერს გიორგი კეკელიძე.