პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ გოლს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა.
„ხვიჩა არის საქართველოს წლის ადამიანი, აწი სულაც უცხოპლანეტელი რომ ჩამოფრინდეს თავისუფლების მოედანზე და კოსმოსში ნასწავლი ჩაკრულო იმღეროს. დღეს ხვიჩას მშობლებს შევხვდი და მომიყვნენ მის ბავშვობაზე და ფანატიკურ სიყვარულზე ბურთისადმი და არაადამიანურ შრომაზე. ამიტომაც არის წლის ადამიანი, ამ დიდი გზისთვის, მერე დღევანდელი გოლისთვის, გუშინდელი პასისთვის და ხვალინდელი ჩემპიონობისთვის, არის იმ სამოქალაქო პოზიციისთვის, რაც ამ დღეებში გამოხატა, ვიღაც ფსევდო-ჩოხოსნები რომ შეუვარდნენ და აწი დამთავრდა შენი პოპულარობა ქართველ ხალხში, რადგან საქართველოს ევროპის ნაწილად ყოფნა გინდაო და დღევანდელმა დღემ ხომ დაამტკიცა, რომ კარგი და ბუნებრივია ევროპის ნაწილობა - არც ქართველობას ვკარგავთ, პირიქით უფრო ხმამაღლა და ზუსტად ჩანს ეს ქართველობა“ - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.