ხვალ შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, სელექცია, ახალუბანი, ნავაზი, ნავაზარი, წილკანი, ნატახტარი, ხოლო 15:00-დან 17:05 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი, დიღომი.

10:30-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აბანოსხევი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი. 11:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, ფიტავი, ბანცური და მიმდებარე სოფლებში. 12:30-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი, ზემო შუახევი, ქისიაანი, ზემო კოდისწყარო, წილკანი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბარისახო, კორშა, როშკა, გუდანი, ჩხუბა, ჩირდილი, ჭორმეშავი, ატაბე, კმოსტი, ბაცალიგო, ჟინვალი, აყნელი. 15:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს მენესოში. 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ყვავილი, ქვემო და ზემო აში, ქერანა, ნანიაანი.

15:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.