ხვალ მცხეთის მიმართულებით მატარებელი უფასოდ იმოძრავებს - განრიგი

რკინიგზა

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზა, აღნიშნული მიმართულებით მატარებლების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.

თბილისი-მცხეთა

როგორც ცხრილშია მოცემული, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი რეისი შესრულდება. პირველი რეისი გავა დილის 10:30 საათზე, მეორე რეისი შესრულდება 19:10 საათზე.

მცხეთა-თბილისი

ხოლო რაც შეეხება მცხეთიდან უკან, თბილისში დაბრუნების რეისებს, ასევე ორი იქნება: პირველი რეისი, რომელიც მცხეთიდან თბილისისკენ დაიძვრება, იქნება 11:20 საათზე და მეორე რეისი 20:00 საათზე.