"ხუთი წლის ვიყავი, როდესაც..." - რას ჰყვება კესო ბერუაშვილი

keso

გადაცემა "ღამის პრაიმტაიმი" სამშაბათს, 20 სექტემბერს წარმოგიდგენთ თემას - ქალები ქალების წინააღმდეგ, ანუ რატომ არ გმობს ცალსახად ჩვენი საზოგადოება და მით უფრო - ქალები ძალადობას და ფემიციდს. სტუმრები მსჯელობის გარდა, თავიანთ მაგალითებს უყვებიან მაყურებელს. 

სტუმრებს შორისაა "პრაიმჰაუსის" მონაწილე, კესო ბერუაშვილი, რომელიც თავის მშობლებზე ჰყვება. გთავაზობთ მისი პრეინტერვიუს ამონარიდს. 

კესო ბერუაშვილი: - დედა მამაჩემისგან ძალადობის მსხვერპლი იყო. მე არ მახსოვს, პატარა ვიყავი, თუმცა ეს ფაქტი დედასგან ვიცი. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც გაიყარნენ და ეს დედასგან სწორი გადაწყვეტილება იყო.

ქალის დანაშაულია, როდესაც მოძალადესთან აგრძელებს ცხოვრებას. რადგან ამით ხელს უწყობ მოძალადის გაზრდას. როდესაც ბავშვი ოჯახში ძალადობას ხედავს, ავტომატურად თვითონაც მოძალადედ ყალიბდება.

დედებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვი ფსიქოლოგიურად არ დააზარალონ და მოძალადეებთან არ გააგრძელონ ცხოვრება.

ხშირად ვუყურებ ფილმებს სერიულ მკვლელებზე. ყველა მათგანი მოძალადე მშობლის ოჯახშია გაზრდილი. როდესაც ბავშვს აყურებინებ, როგორ უპატივცემულოდ გექცევა მეუღლე, ეს შენი, ანუ დედის დანაშაულია. 

დედაჩემი ოთხი შვილით გადავიდა ცალკე საცხოვრებლად და ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო ცხოვრება. მაშინ არ იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ქალთა უფლებებისა და ფემიციდს წინააღმდეგ იბრძვიან. მაგრამ დედას არ შეეშინდა და გარისკა. არაფერზე უარს არ ამბობდა და რაღაცნაირად გაგვზარდა.

ამ ყოველივეს მიუხედავად, მას მამის სიძულვილი არ შთაუნერგავს ჩვენთვის, მამის პატივისცემა სულ მქონდა.

მოკლედ, თუ გინდათ გამოსავლის პოვნა, აუცილებლად იპოვით მას. ეს კი, პირველ რიგში, შვილისთვის უნდა გააკეთოთ.