„ხშირად ადამიანებს არ ესმით სიტყვის „პატიება“ მნიშვნელობა“ - დავძლიოთ ახლობელი ადამიანისგან მოყენებული წყენა

Teodore gignadze

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

„მიმტევებლობა ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანი არ არის. თავისუფალი არჩევანი არის იქ, როდესაც მე ქრისტეს ვირჩევ, ან მასზე უარს ვამბობ. როდესაც ქრისტეზე თანხმობა ვთქვი, ეს ნიშნავს, რომ მე მას ვემორჩილები და ის მეუბნება, რომ ვაპატიო. ხშირად ადამიანებს არ ესმით სიტყვის „პატიება“ მნიშვნელობა. მაგალითად, ადამიანმა რამე დამიშავა.

მე მას უნდა ვაპატიო ნიშნავს იმას, რომ ბოროტებაზე ბოროტებით არ გადავუხადო, ბოროტება არ ვუსურვო, თუ წაიქცა ხელი მოვკიდო და წამოვაყენო, თუ მოშივდა საჭმელიც ვაჭამო, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ მე მასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა მქონდეს. შეიძლება მასთან ურთიერთობა ჩემთვის დესტრუქციული აღმოჩნდეს, შეუძლებელი იყოს, მაგრამ ის ადამიანი მე მაინც უნდა მიყვარდეს, ეს სიყვარული კი არ ნიშნავს, მისდამი ემოციურ დამოკიდებულებას, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდე, არამედ ამას რაც გითხარით. მას ღვთის წინაშე ვავედრებ, თუ ბოროტება აქვს უფალო შეეწიე, სინანული მიეცი, რომ არ დაიღუპოს“, - ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.