აშშ-ის ღია პირველობა - ბასილაშვილმა კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო

ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბელგიელი გოტიე ონკლენი (218) იყო. პირველ სეტში საქმე თაიბრეიქამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა გაიმარჯვა. მეორე სეტში 7:5 ონკლენმა იმარჯვა, მესამე სეტი კი ქართველმა ჩოგბურთელმა დამაჯერებლად მოიგო (8:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე შვეიცარიელი მარკ-ანდრეა ჰიუსლერი (228) იქნება. მატჩი 20 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს სამი ეტაპის გავლა დასჭირდება.