„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
მომდევნო ორ კვირაში უკრაინის საკითხზე შესაძლოა ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს - დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. განიხილეს უკრაინის და რუსეთის პირველი პირების პირისპირ შეხვედრის ორგანიზების საკითხი.
ტრამპის სიტყვებით, ამ შეხვედრის შემდეგ უნდა შედგეს სამმხრივი მოლაპარაკება რუსეთის, უკრაინის და შტატების პრეზიდენტების მონაწილეობით.
როგორც მედია წერს, ტრამპს იმედი აქვს, რომ მსგავსი ფორმატით საუბარი აგვისტოს ბოლომდე შედგება.
სანამ ვაშინგტონი პუტინის და ზელენსკის ერთ მაგიდასთან დასმას ცდილობს, ერთ მაგიდასთან უკვე ვიხილეთ შტატების, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის პირველი პირები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი - ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ უკვე მაგიდასთან მყოფების მთავარი მიზანი მშვიდობის დამყარებაა.
ისაუბრეს უკრაინის დახმარებაზე - დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა უსაფრთხოების გარანტიისათვის უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა.
"მე მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა, რომ რუსეთი მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. ვფიქრობ, ევროპული ქვეყნები აიღებენ ტვირთის დიდ ნაწილს. ჩვენ დავეხმარებით მათ და ძალიან უსაფრთხოს გავხდით. ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ტერიტორიების შესაძლო გაცვლა. გავითვალისწინოთ ამჟამინდელი შეხების ხაზი. ეს ნიშნავს ომის ზონას, ომის ხაზებს, რომლებიც ახლაა, საკმაოდ აშკარაა, ძალიან სამწუხაროა, რეალურად, მათი ყურება და მოლაპარაკებების პოზიციები.
თუ სამმხრივი შეხვედრა არ მოხდება, მაშინ ომი გაგრძელდება, ხოლო თუ მოხდება, ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს, რომ შეიძლება, დავასრულოთ ეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.