"ხელიდან რკინები ამომიღეს..." - როგორია გურამ ბაღდოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

gurami

 კულინარიული შოუ "შეფ გეიმის" მთავარი შეფი და წამყვანი, გურამ ბაღდოშვილი აბუ-დაბიში იმყოფებოდა. შეფ მზარეული ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის 50 საუკეთესო რესტორნის საპრეზენტაციო ღონისძიებას დაესწრო. 

გურამი ჯერ ისევ ხელშეხვეულია. გახსოვთ, ალბათ, ახალი წლის ღამეს შეფ მზარეულს პიროტექნიკა აუფეთქდა და მარცხენა ხელი სერიოზულად დაიზიანა. შედეგად, დაფლეთილი მტევანი სამმა ქირურგმა აღუდგინა და აუწყო. 

"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ პიროტექნიკის წინააღმდეგ კამპანიას სათავეში ჩაუდგება. მანამდე კი, ამჟამინდელ მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.

გურამ ბაღდოშვილი: ვარ მხნედ. ტკივილი ჯერ კიდევ მაქვს, რადგან სერიოზული ტრავმა მქონდა მიღებული. აქ წამოსვლამდე, ხელიდან რკინები ამომიღეს იმიტომ, რომ აეროპორტში (მგზავრობა) გამიჭირდებოდა რკინებით. 

ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა მოკითხვისთვის.