1734003706
„ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“ - რას წერს მამა შალვა კეკელია „ბედობაზე“
სასულიერო პირები ამბობენ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ბედობას არ უნდა აღნიშნავდნენ და ეს დღე უბრალოდ, არ არსებობს.
თემას გამოეხმაურა მამა შალვა კეკელია და ტაძრის ფეისბუკ გვერდზე წმ.იოანე ოქროპირის სიტყვები მაგალითად მოიყვანა.
„თუ ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერაა. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“ - ამბობდა წმინდა იოანე ოქროპირი.