ყველაზე მეტად რა გენატრება „პრაიმ ჰაუსში“ ყოფნის დროს ? - ნახეთ ლიზას გულახდილი პასუხები

ლიზა

თითქმის 2 თვეა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება, თუმცა, საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ლიზა ქონიაძე „პრაიმტაიმს“ საკუთარ ემოციებს უზიარებს და ამბობს, რა ენატრება მას შოუში ყველაზე მეტად „გარე სამყაროდან“.

- ყველაზე მეტად რა გაკლია/გენატრება პროექტში?

- ყველაზე მეტად მაკლია და მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, ყოველდღიური რუტინა, გასვლა გარეთ, თუნდაც, მეგობრებთან ერთად, ეს ყველაფერი მენატრება, თუმცა, აქაც ვიქმნი რაღაც გარემოს.

- რას გააკეთებ, პირველ რიგში, როცა აქედან გახვალ?

- აქედან რომ გავალ, პირველ რიგში, მინდა, რომ ვიმოგზაურო. ჩემ დასთან ერთად წავალ ევროპაში, ჯერ არ ვიცი, სად.