წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
დღეს დილით ხანძარი იყო ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. - წერს გურია ნიუსი.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, სახლში ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობდა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო- სამაშველო სამსახურის ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ხსენებულ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ადრეც გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.