კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე, ჩატარდა მშვიდ და მშვიდობიან გარემოში - საერთაშორისო დამკვირვებელი, ბარბარა სილვია ჰეგედუშმა

დამკვირვებლები

უნგრელი დამკვირვებლის, ბარბარა სილვია ჰეგედუშმას განცხადებით, კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე, ჩატარდა მშვიდ და მშვიდობიან გარემოში.

მისი განმარტებით, ეს იყო კარგად ორგანიზებული არჩევნები.

„ეს იყო კარგად ორგანიზებული, ვნახეთ, რომ ტექნოლოგიურად თანამედროვე იყო. ვფიქრობ ასევე ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის, რომ შეგვეძლო სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მისვლა და დაკვირვება. სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა ქალაქში. საარჩევნო უბნებზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით პერსონალს. ჩვენი გამოცდილებით, მოქალაქეები იჩენდნენ ძალისხმევას, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საარჩევნო პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ მათ სურთ საკუთარი მომავლის ფორმირებას მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აერჩიათ საკუთარი წარმომადგენელი ადგილობრივად. საერთო ჯამში. ჩვენი გამოცდილება ისეთია, რომ კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე, ჩატარდა მშვიდ და მშვიდობიან გარემოში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ და მოწმეები ვართ ამ თანამედროვე პროცესის“, - განაცხადა.