„კაცის იდეალი შენ შექმენი ჩემს წარმოსახვაში და გულწრფელად ვისურვებ ჩემი სამივე შვილი დაგემსგავსოს“ - თათია შარანგიას ემოციური პოსტი მამაზე

თათია შარანგია

ტელეწამყვანი თათია შარანშია მამას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მამა, შენ ხარ ადამიანი, რომელიც სამყაროს მირჩევნია. რომლის ბედნიერი თვალები არის ჩემი საყრდენი, იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება, შენი ნათქვამი „მამი, რა განერვიულებს, აგერ არ ვარ?“ - მინდა მესმოდეს 1000 წელი! კაცის იდეალი შენ შექმენი ჩემს წარმოსახვაში და გულწრფელად ვისურვებ ჩემი სამივე შვილი დაგემსგავსოს.

ვცდილობ შენი თვალებით ვუყურო სამყაროს, მაშინ ვიცი ვერ გავბოროტდები, მაშინ ვიცი ბევრ სიკეთეს გავაკეთებ, მაშინ ვიცი ისე ვეყვარები ადამიანებს, როგორც შენ უყვარხართ მა! შენ ყველას სიყვარული დაიმსახურე და ყველას გულში გამორჩეული ადგილი დაიკავე! მინდა სულ მყავდე ჩემს საყრდენ კედლად, მინდა ათასი წელი გვყავდე მე, მარიამს, ლუკას, შენს მიერ გადედოფლებულ დედას! ეგოისტურად მინდა არასდროს დაიღალო, სულ ასეთი ენერგიული და სულ ასეთი ჩემი მამიკო იყო!! გაგვაძლიერე შენი გვერდში დგომით მა! არასდროს დაიღალო და გვაბედნიერე შენი ჯანმრთელობით და სიცოცხლის სიყვარულით! სანიზე ვამბობ, მეშინია არ დაიკარგოს ცხოვრებაში, იმდენად კეთილიათქო.

შენ დაიკარგე? არა მა! შენ სამუდამო, წარუშლელ კვალს ტოვებ შენი შთამომავლობის მომავლისთვის. დაბადების დღეს გილოცავ მამა! იყავი ჯანმრთელი, იყავი ბედნიერი და იყავი იღბლიანი. სიგიჟემდე მიყვარხარ!!!“, - წერს თათია შარანგია.