პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
როგორც ტელეწამყვანი წერს, მისი საავტორო გადაცემა “სთორი” მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა.
“მინდა თითოეულ ადამიანს გითხრათ მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისთვის, უპირობო სიყვარულისთვის. შეუფასებელია ის სითბო, რასაც ვგრძნობ თქვენგან. არც კი ვიცი რითი დავიმსახურე ეს! მადლობა არ დამელევა, მინდა მუდამ თქვენს გვერდით ვიყო ჩემი საქმით, ჩემი სიყვარულით და ჩემი სიმართლით თქვენს მიმართ.
ახლა ვისვენებ, რომ განახლებული ენერგიით შეგხვდეთ სექტემბერში, “სთორის" ახალი სეზონით. საინტერესო სტუმრებით და ახალი გულწრფელი ცხოვრებისეული ისტორიებით.
მე და ჩემი შვილები ჩემი დასვენების დღეებს ვატარებთ ერთად და გიგზავნით უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას.
იყავით მუდამ ჩემს ცხოვრებაში და მიგულეთ ყველგან და ყოველთვის თქვენს გვერდით”, – წერს თათია შარანგია ,,ფეისბუქში" და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.