კაცებს ქალის მოტყუება რაღაც პრივილეგია და „კაი ტიპობა“ ჰგონიათ და სატრაბახოდ აქვთ უმწეოს მოტყუება და დაღუპვა.. ამას მოვერევით როდისმე?

მაკა რაზმაძე

ბოლო რამდენიმე დღეა არ წყდება გამოხმაურებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დედამ სამშობიაროში 3 დღის ჩვილი დატოვა.

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მომხდარს ვრცელი და ემოციური პოსტით ეხმიანება.

„დიდი კამათია ახლა ვინ უფრო საჭიროებს სოლიდარობას და მხარდაჭერას – მიტოვებული პატარა, რომელიც სულ მარტო დარჩა და გულშემატკივარიც არავინ ჰყავს გვერდით, რომელიც გაიზრდება და სხვა მასავით მიტოვებული ბავშვებივით ძებნას დაუწყებს ისევ იმათ, ვინც მიატოვა და ისევ ისინი მოენატრება ვინც მისი სისხლია… თუ დედა, რომელსაც ალბათ სიყვარული ეგონა, ენდო და იმედი ჰქონდა მისი პარტნიორის, დაიჯერა მისი დაფიცებები და „შენს გარეშე არაფერი მინდა“... მერე კი მარტო აღმოჩნდა დიდი განსაცდელის წინაშე-იმის წინაშე რომ მის ირგვლივ ყველა გაიგებდა როგორ მოატყუეს, როგორ გააბითურეს მისი გრძნობები და როგორ აღმოჩნდა ის ყველაფერი, რისაც მას სჯეროდა ფარისევლობა და ტყუილი. განსაცდელია თუ ბედნიერება როცა შენს გულთან ვიღაცის პაწაწინა გულისცემას გრძნობ? რომელი რეპუტაცია და რომელი „პატიოსნის სახელი“ ღირს ამის დათმობად? და მაინც თმობენ…

მგონია რომ ეს მაინც უფრო მეტად ჩვენი ბრალია, საზოგადოების რომელსაც ციციკორესავით ყველაფერი თავისი ცხვირის ჩასაყოფი ჰგონია. საზოგადოების, რომელიც უკვე 21-ე საუკუნეში ცხოვრობს, მაგრამ შუა საუკუნეების ყალბ და ფარისევლურ მენტალობას ვერ თმობს.

სადაც „გაკერილი ქალიშვილობით“  დაწყებული ოჯახი უფრო „მოსულა“ ვიდრე პატიოსნად ნათქვამი სიმართლის პატიება. სადაც მამაკაცებს ქალის მოტყუება რაღაც პრივილეგია და „კაი ტიპობა“ ჰგონიათ და სატრაბახოდ აქვთ ყველაზე სამარცხვინო საქციელი-უმწეოს მოტყუება და დაღუპვა… ამას მოვერევით როდისმე?

ჩემთვის გმირები არიან ის გოგოები ვინც დაგიკიდათ, ასეთი საზოგადოების ნაწილო და საკუთარი გადაწყვეტილება ბოლომდე გაიტანა❤️

ე.წ. „სრულყოფილი ოჯახი“ ძალიან კარგია, კი ბატონო მაგრამ სადაც შვილი და ბავშვია, ყველა სრულყოფილი და ულამაზესი ოჯახია და როცა ამას მივხვდებით და ამის გამო აღარავის ჩავქოლავთ, იქნებ მაშინ მაინც შევდგეთ ნამდილ საზოგადოებად! მანამდე კი გინდა პოლიტიკოსებს ვაბრალოთ, გინდა სხვა ქვეყნებს და გინდა ეშმაკს, მაინც არაფერი გვეშველება!!“, – წერს მაკა რაზმაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…“ – გია ჯაჯანიძე

„მცხუნვარე მზეში, მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა, ის ცოცხალივით ესვენა...“ - სულისშემძვრელი ამბავი 27 წლის ბერზე

როგორ შეცვალა თურქმა წინასწარმეტყველმა ბაჩო რამიშვილის ცხოვრება

„ქრონიკულმა სმებმა სასტიკ დაავადებამდე მიმიყვანა... მადლობა, ამერიკა, რომელმაც მომიარე, მიშუშებ იარებს...“ - ზაზა კორინთელი