1774024479
კარლო პონტი ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალებას უსამძიმრებს
დირიჟორი კარლო პონტი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალებას უსამძიმრებს.
„მე და ჩემი ოჯახი ღრმად ვართ დამწუხრებული მისი უწმინდესობის, ილია მეორის, გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობის უმნიშვნელოვანესი საქმიანობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ სამუდამოდ დარჩება წარუშლელ კვალად და იქნება შთაგონების წყარო ყველასთვის. დაე, განისვენოს მარადიულ სასუფეველში“ - წერს კარლო პონტი.











