1774085816
პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან - სიონის ტაძრის მღვდელი
პატრიარქები დაკრძალული არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე, - განუცხადა ჟურნალისტებს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმა, გიორგი ვაშალომიძემ.
მისივე თქმით, სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავის გაჭრის სამუშაოები დასრულდა.
„ხვალ სამების საკათედრო ტაძრიდან, მას შემდეგ, რაც იქ წირვა დასრულდება - იცით, რომ მას მიებმის წესის აგების მსახურება, აღნიშნულია შემდეგ მისი უწმინდესობის ცხედარს ჩამოაბრძანებენ სიონის საკათედრო ტაძარში და დაკრძალავენ იმ ადგილზე. რაც შეეხება ადგილს, არაერთხელ გახმოვანდა - საკურთხევლის გასწვრივ, კერძოდ, ამბიონთან. ეს განსაკუთრებული ადგილია ტაძარში. ეს გახლავთ ადგილი წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს, პორტაიტისას ასლს შორის და განსაკუთრებულია ამ კუთხითაც.
სიონში მეოცე საუკუნის 8 კათოლიკოს-პატრიარქია დაკრძალული - პატრიარქები, რომელთა სახელიც უკავშირდება ავტოკეფალიისთვის ბრძოლას. ისინი დაკრძალული არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე“, - განაცხადა ტაძრის მღვდელმსახურმა.











