„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1776964969
გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფრენები 15 ივნისიდან ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის მიმართულებით შეასრულებს
„მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.