კარგი ამბავი! - 16 წლის მარიამი უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის, კარიერას კი თურქეთში გააგრძელებს

მარიამი

ქართველი კოორდინატორი და თარჯიმანი, მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში ჩასულ ქართველებს ეხმარება სოციალურ ქსელში 16 წლის მარიამ კოხრეიძეზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. 

„კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მარიამზე! უკვე მის მომავალზეც იზრუნეს, ამ საღამოს ვესაუბრე თურქეთში არსებული „ბაუ ბაჰჩეშერიჰ უნივერსიტეტის დირექტორს. მან პირობა მომცა, რომ მარიამს შეუძლია უფასოდ ისწავლოს „ბაუს“ ბათუმის ფილიალში სტომატოლოგიურზე.  

მომავალში კი გახდეს ბატონი ალთანის მოსწავლე. მე ვთქვი, რომ ძალიან წარმატებული გოგო გახდება მომავალში, რადგან საახალწლოდ წიგნები ინატრა. 

სულ იბრწყინე ჩემო ფერია!“, - წერს მედეა იობაშვილი.