კახეთში, უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის თბილ წინდებს აგროვებენ

ჯარისკაცები

კახეთში უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის თბილი წინდებს აგროვებენ. ინიციატივის ავტორი, გურჯაანელი ნანა დევიძეა.

ნანა დევიძე, კახეთში ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს წარმოადგენს, თუმცა ეს მისი კერძო ინიციატივაა.

დევიძის ინფორმაციით, წინდები კამპანიის ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში შეგროვდება.

„უკრაინაში, მეომრებისთვის , ყველასთვის ვინც იბრძვის, თბილი წინდების შეგროვება და გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ზამთარია და მათ მკაცრ პირობებში უწევთ ყოფნა. ყველა მსურველს შეუძლია, როგორც წინდის მოტანა, ასევე თანხის ჩარიცხვა მის შესაძენად. ვნახოთ, რას შევძლებთ“,- ამბობს დევიძე.

წინდების შეგროვების კამპანია კახეთში, 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შემდეგ კი, ტვირთი უკრაინაში გაიგზავნება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კერძო ინიციატივით, ფრონტის ხაზზე კახეთიდან ჩურჩხელების დიდი პარტიაც გაიგზავნა.