"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების აღსადგენად შეხვედრები მიმდინარეობს.
ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ მისაუბრია საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება, ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია. არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომ მზად ვართ, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, გადაიტვირთოს ურთიერთობები და დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რადგან რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, აბსოლუტურად სცდება ყველანაირ მეგობრობას და მეგობრულ დამოკიდებულებას.
გახსოვთ, როგორი უსამართლო დამოკიდებულება იყო საქართველოსთან მიმართებაში განცხადებების თვალსაზრისთ, სანქციების დაწესებით და ა.შ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ იმ საქმეში, რაზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობდა და მთავარი პრიორიტეტები რაც ჰქონდა - ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება, ომის დასრულება, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ. რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, დაველოდოთ. პროცესი მიდის და შეხვედრებიც გაიმართა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. რა თქმა უნდა, ეს როგორც კი მოხდება, აისახება ურთიერთობებზე, ჩვენს ქვეყანაზე, მის მიმართ დამოკიდებულებაზე“, - განაცხადა კახა კალაძე.